5/7/2021

ჩვენი პარტნიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის მახასიათებლების განსაზღვრა და მართვა;
** მონაწილეობა კომპანიის ბრენდ(ებ)ის მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში.
** ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგიის, მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი, მარკეტინგული კამპანიების წარმოება ყველა შესაბამის დომეინში.
** მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი.
** კომპანიაში არსებული ინტერნეტ პლატფორმების (ვებ-გვერდების) განვითარება და მართვა.
** შიდა და გარე კორესპონდენციის წარმოება, როგორიცაა წერილები, ჟურნალი და ა.შ.
** ბრენდ(ებ)ის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების გადაჭრა/ შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრაციაში, სასურველია სპეციალიზაცია მარკეტინგის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული ზრდის, სწავლისა და განვითარების სურვილი.

სამუშაო ადგილი: თბილისი;

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV მეილზე vacancy@hro.ge , გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება.

Loading...